დააყენეთ დოკუმენტების ხელმოწერის თანმიმდევრობა პროცესის გასამარტივებლად და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
გააგზავნეთ დოკუმენტები ნებისმიერი მოწყობილობიდან მაქსიმალური კომფორტისთვის ან გააგზავნეთ დოკუმენტები ელ-ფოსტით, სადაც ისინი ხელმისაწვდომი იქნება ერთი დაწკაპუნებით.
გააგზავნეთ და მოაწერეთ ხელი თქვენი აპლიკაციების მეშვეობით Eurosign API-ის გამოყენებით.
გამოემშვიდობეთ ქაღალდის კონტრაქტებით გამოწვეულ შეფერხებებს და შეუერთდით ასობით მილიონ ადამიანს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს გამოიყენონ მყისიერად ხელმისაწვდომი, დროისა და ხარჯების დამზოგავი, სამართლებრივად დადასტურებული და მავალდებულებელი ელექტრონული ხელმოწერები.
დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი
დააციფრულეთ ნებისმიერ ენაზე შედგენილი დოკუმენტები მყისიერად ჩვენი PDF-ის გაციფრულების უნიკალური სისტემის საშუალებით და მიიღეთ შეტყობინება დოკუმენტის ხელმოწერისთანავე
დროისა და ხარჯების დაზოგვა
Eurosign-ით დოკუმენტების ხელმოწერა დაგიზოგავთ არა მხოლოდ ბეჭდვის, სკანირების და დაარქივების დროს, არამედ თანხასაც ტრადიციულ ქაღალდის ხელშეკრულებებთან შედარებით
სამართლებრივად დადასტურებადი და მავალდებულებელი
იუროსაინმა გაიარა მასშტაბური სერტიფიცირების პროცესი ევროპული კანონმდებლობის (eIDAS) შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს იუროსაინის მეშვეობით განხორციელებული ყველა ხელმოწერის სამართლებრივ ვერიფიკაციასა და სავალდებულო ძალას.
ყოველთვის თქვენს გვერდით, სადაც არ უნდა იყოთ
Covid19-ის გავლენის გამო, პირისპირ შეხვედრა და მუშაობა გართულდა. დისტანციურად მომუშავე პირებს შეუძლიათ ენდონ Eurosign-ის ელექტრონულ ხელმოწერას, როგორც ყველაზე ეფექტურ საშუალებას დოკუმენტების უსაფრთხოდ ხელმოწერისთვის.
გადაერთეთ სრულად უქაღალდო სისტემაზე
ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება არა მხოლოდ დაგეხმარებათ პლანეტის გადარჩენაში ნახშირბადის კვალის შემცირებით, არამედ საშუალებას მოგცემთ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს ნაკლები დრო დახარჯოთ ქაღალდების დახარისხებაზე და მეტი დრო დაუთმოთ ბიზნესის განვითარებას.
დოკუმენტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპის გაუმჯობესება
გაზარდეთ თქვენი ბიზნესი დოკუმენტების სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე Eurosign-ის საშუალებით. როგორც კი გამოსცდით Eurosign-ის პლატფორმის შესაძლებლობებს, დოკუმენტების სხვაგვარად ხელმოწერა აღარ მოგინდებათ.